აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" წევრი, თორნიკე რიჟვაძე არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა რიჟვაძეს ასეთი პოზიცია აქვს - "ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს... მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას".
24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. უკვე 12 დღე გავიდა, რაც პუტინის ბრძანებით იბომბება ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო პუნქტები.