შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამოქალაქო აქტივისტების მიერ მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის ტუალეტის ქაღალდების სროლასა და ფქვილის შეყრას მიუღებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები "მკაცრად უნდა დაისაჯონ".
მან პოლიციელებს მადლობა გადაუხადა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის.
"დგანან იქ და ტვალეტის ქაღალდებს, უკაცრავად და ფქვილი თავზე, ეს არის ყოვლად მუღებელი, არც ვიცი რა დავარქვა ამას, ეს არის არანორმალური საქციელი ჩემი აზრით და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, და დასიჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება, ამას არ ვაპატიებთ არასდროს", - თქვა გომელაურმა.
ცნობისთვის, 7 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის 12 მონაწილე დააკავეს, მათ შორის 3 ქალი ხელწერილის საფუძველზე ღამით გაათავისუფლეს. 8 მარტს, ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შოთა დიღმელაშვილმა კანცელარიას კვერცხი ესროლა, რის შემდეგაც პოლიციამ ისიც დააკავა.