ACT: "საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის"

გამოქვეყნდა:

ACT-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა". ამასთან, კვლევის თანახმად, თითქმის ყველა გამოკითხული (96%) თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს, 20%-მა კი არ იცის ვინ იქნება გამარჯვებული.

12% რუსეთის გამარჯვებას მოელის, 5% კი ფიქრობს, რომ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.

ასევე კვლევის თანახმად, 10-დან 9 გამოკითხული უკრაინას გულშემატკივრობს, გამოკითხულთა 88%-ს ომში მისი გამარჯვება სურს. რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა კი ქვეყნის მოსახლეობის 1%-ს სურს.

გამოკითხულთა 72% მოელის, რომ "თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება". ამასთან, გამოკითხულთა 51% რუსეთის მხრიდან პრობლემებს ნებისმიერ შემთხვევაში მოელის.

91% ამბობს, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა ომის დანაშაულია.

რაც შეეხება რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, გამოკითხულთა 84% პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი მტერია, მათი რიცხვი კი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს 11%-ს არ აღემატება.

სატელეფონო კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-6 მარტს და მან 809 რესპონდენტი მოიცვა. შერჩევის ცდომილებამ 2.4% შეადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი