როცა რეგიონში ომია, მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში - ღარიბაშვილის "მოტივაცია" ზურაბიშვილის ვიზიტებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მთავრობამ პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტებზე უარი უთხრა, რადგან "როცა რეგიონში ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს" მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო.

"რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას, ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს. 

მე არც მაშინ, არც ახლა, მაშინ როცა ასეთი რთული პროცესი მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა, მთავრობას, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და აღასრულებს მთავრობა.

ღარიბაშვილის ამ განცხადების პარალელურად კი "ოცნება" ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მთავარსარდლობა მხოლოდ "ცერემონიული დატვირთვის მატარებელია".

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი