სოციალურ ქსელში "კიბერკამარას" სახელით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერის მიხედვით, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.
"ბორია, ჩემო ძვირფასო, არ შემეძლო რომ არ მომელოცა, ძალიან მიყვარხარ. როგორც დაგპირდი, გაზაფხულზე ჩამოვალ და ვნახავ რას აშენებ. არ დაივიწყო, რომ ჩემი სახით კარგი მეგობარი გყავს", – ისმის ვიდეოში სიტყვები.
უფრო ვრცლად "მთავარი არხი" თემას 12:00 საათზე გააშუქებს.