"უბრალოდ ვარაუდი გამოთქვა... სტრასბურგზე ინფორმაცია ვერც მამუკა მდინარაძეს ექნება და ვერც ვერავის ჩვენს პარტიაში" - ამილახვარი

გამოქვეყნდა:

"ადამიანმა უბრალოდ ვარაუდი გამოთქვა... ამის იქით ინფორმაცია ვერც მას და ვერც ვერავის ექნება ჩვენს პარტიაში" - ასე "ამართლებს" "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი მისი თანაგუნდელის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ დააანონსა. 

"ოცნების" დეპუტატი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ მწვავე შეფასებებს "სპეკულაციას" უწოდებს.

"სრული აბსურდია. ამის უკან თქვენ ვერ მოიყვანთ ვერანაირ ფაქტს და არგუმენტს, რომ ეს ეგრეთ წოდებული სპეკულაცია დაადასტუროთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ადამიანმა უბრალოდ, გამოთქვა ვარაუდი და ამ ვარაუდის გაკეთება ყოველთვის არსებობს, რომ შესაძლოა ცნოს ან, შესაძლოა არ ცნოს. გააკეთა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ცნოს დასაშვებად. ამის იქით, ვერანაირი ინფორმაცია, ვერც მამუკა მდინარაძეს და ვერც ვერავის, ვერ ექნება ჩვენს პარტიაში იმიტომ რომ, ჩვენ ვლაპარაკობთ სტრასბურგის სასამართლოზე. თუ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ლადო ჭანტურია იქნება, თუ სხვა უცხოელი მოსამართლე, რომ სტრასბურგის სასამართლო ასე მუშაობს, მაშინ თქვენ სხვა შეხედულება გაქვთ", - ამბობს გიორგი ამილახვარი.

ცნობისთვის, მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მისი თქმით, განმარტების გაკეთება მოუწევთ არა მხოლოდ მდინარაძეს, არამედ იუსტიციის სამინისტროსა და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს საქართველოდან, ლადო ჭანტურიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი