საქართველო უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება - დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

"ქედს ვიხრი ამათი დედების წინაშე ჯერ, მერე ამ გმირების, რომლებმაც თავი შესწირეს არა მარტო უკრაინას, ჩვენ ქვეყანას. ღმერთო, ნურასდროს გამეორდება ეს დღე, ეს საათები, რომ აქ ასე იდგეს ვინმე, რომელიმე დედა", - თქვა ჯარისკაცის დედამ.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.

ქართველი გმირი, უკრაინის დედაქალაქიდან სამხედრო პატივით გააცილეს. მისი ცხედარი კიევის  მაცხოვრის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და  მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს.

დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი