ვინ აფინანსებს ალტ-ინფოს | კოკა მორგოშია თბილისის მერიის დახმარებით მილიონებს შოულობს

გამოქვეყნდა:

პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობისა და კრემლის რუპორი ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის მერიის დახმარებით მილიონებს შოულობს.

ჩვენ აღმოვაჩინეთ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, საეჭვო სამშენებლო ნებართვებს მერიის აქრიტექტურის სამსახური ექსკლუზიურად კოკა მორგოშიასთვის გასცემს, მაშინ, როცა სხვებს დაახლოებით იგივე წინადადებაზე უარი რამდენჯერმე უთხრა.

შედეგად კი პრორუსული და აგრესიული დაჯგუფებების მთავარმა ორგანიზატორმა 5 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება მიიღო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი