კახეთში 3 წლის ბავშვმა თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კახეთში 3 წლის ბავშვმა ფსიქოტროპული პრეპარატი დალია და გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბიჭი დასთან ერთად თამაშობდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ცნობილია, რომ მცირეწლოვან და-ძმას ბებია ზრდიდა, რადგან ბავშვები ოჯახიდან სოციალურმა სამსახურმა მშობლების ხშირი ალკოჰოლური თრობისა და არასათანადო პირობების გამო გაიყვანა. დედ-მამას მშობლის უფლება შეზღუდული აქვს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი