კატეგორიულად მოვითხოვთ უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყოს ბრალდება - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილ ნოუ-ჰაუს უწოდებს. 

მისი თქმით, მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არ გაუვლია არავის.

"მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში, უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ, იმავე წყაროებითა და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინას მოუწოდებს აღნიშნულზე მტკიცებულებები მიაწოდოს, ან ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა.

დღეს განცხადება გააკეთა დმიტრო კულებამ - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი