ამერიკის სენატმა ერთხმად მიიღო ძირითადი კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამის აღდგენას ეხება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, უკრაინას უფრო ეფექტურად მიაწოდოს იარაღი, ასევე სხვა მარაგები რუსეთის შეჭრის ფონზე.
სახელმწიფო პროგრამა სახელწოდებით Lend-Lease მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და განიხილებოდა, როგორც სიტუაციის შემცვლელი კონფლიქტში, რადგან ის საშუალებას აძლევდა აშშ-ს, სწრაფად შეევსო მოკავშირეების საჭიროებები შრომატევადი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე.
სენატორები ახლა სწორედ გამორჩეულ ტაქტიკას მიმართავენ, რომელიც ბოლოს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური კონფლიქტის დროს გამოიყენეს. როგორც Politico წერს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ევროპაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის შეჭრა ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ლიბერალური წესრიგისთვის. ასევე, ეს მანიშნებელია, რომ დასავლეთს სჯერა - უკრაინას ახლა შეუძლია, რუსეთთან ბრძოლაში გაიმარჯვოს.
ოთხშაბათს, სენატის სხდომაზე გამოსვლისას, უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა უკრაინის ქალაქებში რუსეთის ჯარის ქმედებებს "გენოციდი" უწოდა.
"როდესაც ჩვენ ვკლავთ უმიზნოდ უდანაშაულო მოქალაქეებს იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი, იქნება ეს მათი რელიგია, რასა თუ ეროვნება, ეს არის გენოციდი და ბატონი პუტინია ამაში დამნაშავე", - თქვა შუმერმა.
The Ukraine Democracy Defense Lend-Lease Act of 2022, როგორც ის ცნობილია, დააჩქარებს კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მარაგების უკრაინისთვის გადაცემას. კანონი იძლევა აღჭურვილობის "ჩუქების" საშუალებას დებულებებით, რომ მიმღები ქვეყნები გადაუხდიან აშშ-ს მოგვიანებით.
ჯერ ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა სენატის მიერ მიღებულ Lend-Lease კანონმდებლობას.