გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი ნაპოვნია | რა მოხდა გორში 2004 წელს

გამოქვეყნდა:

11 წლის ბავშვის ცხედარი, რომელსაც ბერძენიშვილების ოჯახი 18 წელი ეძებდა, დღეს გორში იპოვეს. ოჯახს კიდევ ერთხელ გაეხსნა ჭრილობა, თუმცა გაჩნდა შანსი საბოლოოდ დაიხუროს საქმე, რომელშიც პირველივე დღეებიდან ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იყო.

ამ საქმეს ჩვენი ჟურნალისტებს გუნდმა რამდენიმე გამოძიება მიუძღვნა. ადამიანი, რომელიც ზაქროს გაუჩინარებაში მთავარი ეჭვმიტანილი იყო, ციხეში სხვა, ყაჩაღობის ბრალდებით აღმოჩნდა და წესით 2027 წლამდე უნდა დარჩენილიყო. თუმცა შეწყალების აქტით 2018 წელს ის გარეთ გამოვიდა.

რამდენიმე თვეში გორი კიდევ ერთი ბავშვის ტრაგედიამ შეძრა. 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით კი იგივე პირი, იაგო ნებიერიძე ამჯერად სამუდამოდ გაუშვეს ციხეში.

2004 წელს დაკარგული ბავშვის ცხედარს კი სამართალდამცველებმა მხოლოდ დღეს მიაგნეს, როგორც ირკვევა გადამწყვეტი სწორედ ნებიერიძის ჩვენება აღმოჩნდა, რომელსაც მთელი ეს წლები ოჯახი ადებდა ხელს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი