წინაღმდეგობის სამი თაობა რუსთაველის გამზირზე

გამოქვეყნდა:

ისე გავიზარდე, რომ მამას სულ აქციებზე დავყავდი, ფაქტობრივად აქციებზე ვარ გაზრდილი - გვიამბობს მწერალ დავით ტურაშვილის შვილი ანაკო ტურაშვილი.   

მისი თქმით, რუსთაველზე აქციებზე იმიტომ დგას, რომ ქვეყნის მომავალი აღელვებს და არ უნდა, მისმა შვილებმაც არეულ საქართველოში იცხოვრონ. 

მწერლის თქმით, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მისთვის ფაქტობრივ ოკუპაციას უდრიდა. 

გარდა იმისა, რომ ტრაგიკული თარიღია. ისეთი უცნაური რაღაც აღმოვაჩინე, რაც მეგონა არ ხდებოდა. ვისაც თინეიჯერი თაობა გაჯეტებში ჩამჯდარი მანიაკები ჰგონიათ, სინამდვილეში ეს არის ხალხი, ვისაც ყველაფერი შეუძლია გაიღოს,  - ამბობს დათო ტურაშვილი.

მისი თქმით, ახალგაზრდა თაობის არჩევანი თავისუფლებაა.  

მეცნიერი ლევან ბუთხუზი აღნიშნავს, რომ უკვე 30 წელია, ხან რუსი ტანკებით შემოდის და ხალხს ხოცავს, ხან ერთი ადამიანი შემოდის პუტინის სახელით. მისი თქმით, დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მსგავსი დანაშაულები, რომლებსაც მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადის, გამოძიებული და შეფასებული უნდა იყოს. 

20 ივნისის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვანო სხირტლაძე, რომელიც სპეცრაზმის კორდონს წინ გადაუდგა, ამბობს, რომ მას აქციებში მონაწილეობის გამო სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მე მოვედი ამის გასაპროტესტებლად, ვღელავ, მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ამ დროს მოდის სპეცრაზმი და სახელმწიფო მეუბნება, რომ გეყო ახლა, რაც აქამდე იხტუნავე, წადი სახლში. გამოდის, რომ არაფრად მიაჩნიათ ის, რაც აქ მოხდა და აქ ადამიანების დგომა, ამიტომ გამოვედი სპეცრაზმის წინ, - ამბობს ვახო სხირტლაძე

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, ვინც კადრში გამოჩნდა და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, ჯგუფური ძალადობის მონაწილედ მიიჩნიეს და ციხეში ჩასვეს და ისინი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გაპროტესტების გამო დაისაჯნენ.

ჟურნალისტი ბესლან კმუზოვი ამბობს, რომ პროკურატურა მას დაზარალებულის სტატუსს არ აძლევს.

მივხვდი, რომ თამაში დასრულდა და რომ ტყვია, რეზინის კი არა ნამდვილი იყო, ვუყვიროდი, ადამინი მოკალით. ხმამაღლა ახლოდან რომ ვუყვირე, სროლა დამიწყეს, ტანზეც და თავზეც, აი ნახეთ ნაიარევი, - იხსენებს ჟურნალისტი ბესლან კმუზოვი.  

დიასპორის საქმეების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე იხსენებს, რომ რუსთაველზე 20 ივნისის ჯერ იმ დრომდე იყო, სანამ სროლა დაწყებული არ იყო. 

9 აპრილი და ეს დღე, ორივე რუსის წინააღმდეგ იყო მიმართული, მონობის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის იყო მიმართული. თინა და მე შევესწარით სამ სისხლისღვრას, ეს მესამე იყო, 1956 წელს, 9 მარტს, 1989-ში 9 აპრილს და ახლა. ეს იმ ორზე უარესი იყო, ჩვენი ხალხი ესროდა ჩვენივე ხალხს, - ამბობს ისტორიკოსი. 

მისი თქმით, მხოლოდ თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდების იმედი აქვს.   

ავტორები: თაკო მესხი, ნიკა ვასაძე, ტატო გურგენიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი