პური სავარაუდოდ 1.5 ლარამდე გაძვირდება

გამოქვეყნდა:

მაისიდან პური, კიდევ 20 თეთრით გაძვირდება. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში პურის ფასი 1 ლარსა და 50 თეთრს მიაღწევს.

საცხობების ნაწილმა, პროდუქტის ფასი 10 თეთრით უკვე გაზარდა.  ექსპერტები ამბობენ, მატების მიზეზი, იმპორტირებული ფქვილზე გაზრდილი ფასია და გადამწყვეტი მნიშვნელობა, პურის მწარმოებლებისა და მთავრობის პოზიციაა, თუ რა იქნება ამ მიმართულებით.   

"თონის პურზე ნამდვილად გაიზარდა ფასი, 10-20 თეთრით, რაც შეეხება საქარხნო პურს სტაბილურად გამოდის. ჯერჯერობით, ფქვილისა და ხორბლის 2 თვიანი მარაგები არსებობს, ოღონდ ფასებია მაღალი. შევხედოთ, მე ვვარაუდობ 15-20 თეთრით გაზრდას", - ამბობს მალხაზ დოლიძე

თონეში დასაქმებულები  ამბობენ, რომ გაუძვირდათ პურის წარმოებისთვის ყველა საჭირო პროდუქტი, ასევე გაძვირდა კომუნალური გადასახადები და მიწოდების ფასი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი