ქართული დელეგაცია უკვე უკრაინაშია. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის ყოფილი წევრები ამ წუთებში კიევს უახლოვდებიან. ამ ვიზიტით ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის მხარდაჭერას ქართველი ხალხის სახელით გამოხატავენ.
დელეგაციაში პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფნა განსაკუთრებული პოლიტიკური ჟესტია. მეოთხე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ეს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივად დაიგეგმა და მარგველაშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილ მეთაურებს წარმოადგენს.