უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს | დავით მენაბდიშვილს შაბათს, ნიკა შანავას კი კვირას დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან მოკლული ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს. ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცების პატივის მისაგებად მათ სახლებთან დილიდან არ წყდება მოქალაქეების ნაკადი. 21 წლის ნიკა შანავა და 49 წლის დავით მენაბდიშვილი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბატალიონში, "კარპატსკი სიჩში" ირიცხებოდნენ.

ქართველი მეომრები ცხრა აპრილს თანბამებრძოლებთან ერთად წარმატებული ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც რუსებმა ტერიტორიის დაბომბვა დრონებით დაიწყეს. დავით მენაბდიშვილს სამხედრო პატივით ხვალ, ნიკა შანავს კი კვირას დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი