ლვოვში, ოკუპანტების სარაკეტო დარტყმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

გამოქვეყნდა:

ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელი ავრცელებს. მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. 

"დარტყმების შედეგად, გაჩნდა ხანძარი. ქრობის ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. ობიექტები ძლიერ დაზიანდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული. მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია“, - განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა.

უკრაინის დასავლეთ საჰაერო სარდლობის ცნობით, დღეს დილით ლვოვში ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.  სამი დარტყმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ერთი კი ავტოსახელოსნოზე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი