
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები, მარიუპოლში იმავე ტაქტიკას იყენებენ, რასაც ადრე ჩეჩნეთსა და სირიაში.
"მარიუპოლის დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა, მსგავსია რუსეთის მიდგომისა ჩეჩნეთთან, 1999 წელს და სირიასთან 2016 წელს. მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 24 თებერვლის განცხადებისა, რომ რუსეთი არც ქალაქებს დაარტყამს და უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის, ისინი ამას მაინც აკეთებენ. რუსეთის მიერ, მარიუპოლის აღების მცდელობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიღუპა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი", - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ალყაშემორტყმული მარიუპოლის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. განადგურებულია შენობების 90%. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ცნობები ჯერ არ არის, უკრაინული მხარე ვარაუდობს რომ ოკუპანტებმა ათასობით მოქალაქე მოკლეს.