
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკოს უკრაინულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მარიუპოლში აღარ დარჩნენ ექიმები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას. გარდა ამისა, მისივე თქმით, მარიუპოლის ირგვლივ, მოწყობილია ფილტრაციის 4 ბანაკი, სადაც ოკუპანტები უკრაინის მოქალაქეებს, რუსეთში დეპორტაციამდე ამყოფებენ.
რაც შეეხება დაღუპულ მშვიდობიანი მოსახლეობას. ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 22 ათასი ადამიანია მოკლული, თუმცა ის ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.
"მარიუპოლში ბრძოლა მარცხენა სანაპიროს რეგიონში მთელი დღეა მიმდინარეობს. რუსები აგრძელებენ აზოვსტალის დაბომბვას", - ამბობს მარიუპოლის მერის მრჩეველი.
ანდრიუშენკოს ინფორმაციითვე, ოკუპანტები დღეიდან, ორშაბათიდან, ალყაში მოქცეულ ქალაქს ჩაკეტავენ. მისი განცხადებით, რუსებმა მარიუპოლში დარჩენილი პირებისთვის გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს.
იხილეთ ასევე: