
ეს არის გენოციდი - ამბობს ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი, რომელიც რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ თავდასხმაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, დღეს ლვოვზე თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა - მათ შორის ერთი ბავშვი. დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, საჰაერო იერიშის შედეგად, 40-მდე მანქანა დაზიანდა - „ეს არის გენოციდი, ეს არის უკრაინელების მიზანმიმართული განადგურება“, - განუცხადა მან უკრაინის ტელეარხ 1+1-ს.
შეგახსენებთ, გენოციდი ფართოდ განიხილება, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და საერთაშორისო სამართლის მიხედვით განისაზღვრება, როგორც ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მასობრივი განადგურება.