
ლვოვის დაბომბვისას დაშავებული ბავშვი სამი წლის არტემია. ის დედასთან ერთად, ომს ხარკოვიდან სწორედ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაექცა, თუმცა ოკუპანტების სარაკეტო იერიშის გამო, მან დღეს ხელზე დაზიანება მიიღო. არტემის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დახმარება მას ექიმებმა აღმოუჩინეს.
ბოლო მონაცემებით კი ლვოვში დღევანდელი თავდასხმისას დაიღუპა შვიდი და დაშავდა 11 ადამიანი. ქალაქის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.