
რუსეთის არმიაში იზრდება იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ "კონტრაქტორებს" შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 არმიის 150-ე მოტორიზებული ბრიგადის დივიზიის დანაყოფებში, უარი თქვა პერსონალის მთლიანი რაოდენობის 60-70%-მა.
სამხედროებთან კი რომლებიც უკრაინაში წასვლაზე არს ამბობენ, FSB-ის ოფიცრები „მუშაობენ“ და ახლობლების მოკვლით ემუქრებიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვისაც ვერ დაიყოლიებენ, მათ პირად საქმეში კეთდება ჩანაწერი - "უარი თქვა მონაწილეობაზე სპეცოპერაციაში LPR, DPR და უკრაინა".