
რუსეთი ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს კრიმენასთან სახმელეთო დერეფნის სტაბილურობა - განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეკსანდრ მოტუზიანიკმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დაასრულეს ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად.
"შეტევითი ჯგუფის გაძლიერება ხდება დამატებითი რუსული შენაერთების გადაყვანის გამო. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს სლობოჟანსკის და დონეცკის რეგიონებში", - ამბობს მოტუზიანიკი.
მისივე თქმით, ქალაქი იზიუმი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რუსული შენაერთების ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილებია - ამ ადგილიდან ისინი შეეცდებიან განავითარონ შეტევა აღმოსავლეთით - ამბობს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.