უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ტომსკის 21-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა, რუსი ოკუპანტების შეიარაღებული ძალების მოტორიზებული ქვედანაყოფი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განადგურებულია ოკუპანტების შეიარაღებული ძალების, ტომსკის, 21-ე ცალკეული გვარდიის წითელი დროშის ომსკ-ნოვობუჟსკაიას მოტორიზებული ბრიგადა და ჯავშანტექნიკა. 

"ჩვენ ვაგრძელებთ, განადგურებული რუსი ოკუპანტების დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომლებიც სახელმწიფო ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შემდეგ, უკრაინაში ჩავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. ამრიგად, ახლახან ინტენსიური ბრძოლების არეალში, უკრაინელმა მედესანტეებმა დაამარცხეს და გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური შეიარაღებული ძალების, ტომსკის, 21-ე ცალკეული გვარდიის წითელი დროშის ომსკ-ნოვობუჟსკაიას მოტორიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა", - წერია განცხადებაში.

 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი