ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა - ოპოზიციური პარტია, შშმ პირებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათიანი, ან უფასო გადაადგილების უფლების მინიჭებას ითხოვს; თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე ამბობს რომ პროექტს დღეს საკრებულოს წარუდგენს და მოუწოდებს შესაბამის სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე .