უკრაინის გარდა, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს - ვენედიქტოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით,  უკრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს. 

"ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება ახლა ფასდაუდებელია. აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტთა გუნდი გვეხმარება დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც, უცხოელი ექსპერტები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. 
რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 13-მა სახელმწიფომ დაიწყო." წერს ვენედიქტოვა ფეისბუქზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი