გასულ დღე-ღამეში რუსეთმა დონეცკი 21-ჯერ დაბომბა - დაღუპულია 5 და დაჭრილია 6 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის რეგიონი გასული დღე-ღამის განმავლობაში 21-ჯერ დაბომბა. შედეგად, არიან დაღუპულები და დაჭრილები. საოკუპაციო ძალებმა  ცეცხლი გაუხსნეს 17 დასახლებას. დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 6, მათ შორის - ბავშვი.
 

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა დაარტყეს დონეცკის რეგიონის დასახლებებს - მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი, ლიმანი, კრამატორსკი, მარინკა, კრასნოგოროვკა, ბოლშაია ნოვოსელკა, ნოვგოროდი, ნიუ-იორკი, ლუგანსკი, შანდრიგოლოვო, ნიკოლსკოე, სვიატოტორე, ზალაგოსკი.
 
მტერმა მშვიდობიან მოსახლეობას  ესროლა გრადის მრავალჯერადი სარაკეტო სადგურიდან, ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან." ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი