თაბორის მთას "ოცნების" შემომწირველ ბიზნესმენს, ნოშრევან ნამორაძეს გადასცემენ - "ღია საზოგადოება-საქართველო"

გამოქვეყნდა:

თაბორის მთას ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენზე ასხვისებენ - ინფორმაციას, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" ასაჯაროებს.

ფონდში ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, მმართველი პარტიის შემომწირველს, ნოშრევან ნამორაძეს გადასცეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე კომპლექსის აშენება იგეგმება.

ირკვევა, რომ ბიზნესმენი ნამორაძე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაინტერესდა თაბორის მთაზე არსებული მიწის ნაკვეთით. "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველი გეგმავს, ააშენოს "კრწანისი რეზიდენსის" მსგავსი პროექტი სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც განაშენიანება კანონითაა აკრძალული.  

"ჩვენ ვხედავთ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, რომ ის ზონა, რომელიც დაცული უნდა იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობით, ისე ქალაქგეგმარებით, მაინც იყოს განაშენიანებული, რადგან აქ ვხედავთ კონკრეტული პირის ინტერესებს",- ამბობს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელი, ანანო ციცაბაძე. 

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ამ მიწის ნაკვეთზე განაშენიანება კანონმდებლობით არის აკრძალული. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ ნამორაძეს ეკონომიკის სამინისტრო ტერიტორიას გადასცემს, ის მშენებლობის ნებართვასაც მიიღებს. 

ეკონომიკის სამინისტროში კი კომენტარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებენ, თუ წერილობით მიმართავენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი