
რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყამ კიდევ უფრო გაართულა მოლაპარაკებების პროცესი უკრაინის ომში და ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება განახლდეს პირდაპირი მოლაპარაკებები, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
მისი თქმით, მოლაპარაკებები გაყინულია, რადგან რუსეთი ომის მეორე ფაზაზე - დონბასში ძალების განთავსებაზე "სერიოზულ ფსონს დებს".
„ძნელი სათქმელია, როდის იქნება შესაძლებელი მომავალი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა. ცხადია, მარიუპოლის ტრაგედიის ფონზე, მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გართულდა“,- ამბობს პოდოლიაკი
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ საპორტო ქალაქ, მარიუპოლში უკრაინელ დამცველებს დანებებისთვის ულტიმატუმის ვადა მეორედ დაუწესა და დრო ადგილობრივი დროით 16:00-მდე მისცა.