"თვეზე მეტია, მზე არ უნახავთ... გადაარჩინეთ მარიუპოლელი ბავშვები" | სტეფანჩუკის მიმართვა მსოფლიოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლში მყოფი ბავსვების გადარჩენასა და "მწვანე დერეფნების მოწყობას სთხოვს. ამის შესახებ სტეფანჩუკის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მან, საკუთარ Facebok-ზე, მარიუპოლის ამსახველ ვიდეოსთან ერთად გაავრცელა: 

"თვეზე მეტია, ბავშვებს მზე არ უნახავთ, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები და მუდმივად ბომბების სროლას გრძნობენ. 

ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს აზოვსტალის ქარხნის სარდაფებში ემალებიან. 

ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი არ იმსახურებდა. 

მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და მოაწყოს მწვანე დერეფნები!" - წერს სტეფანჩუკი. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი