პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სულ მცირე 10 000 დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მიიღოს

გამოქვეყნდა:

პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სულ მცირე 10 000 უკრაინელი სამხედრო მიიღოს, რომლებიც რუსეთთან ომში დაიჭრნენ.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ ლვოვში ვიზიტისას განაცხადა

"ჩვენ უკვე ვიღებთ და ვმკურნალობთ დაჭრილ ჯარისკაცებს უკრაინიდან. იმედი მაქვს, ომი არ იქნება ასეთი საშინელი, მაგრამ ჩვენ მაინც მზად ვართ, მივიღოთ მინიმუმ 10 000 ჯარისკაცი საჭიროების შემთხვევაში... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინელი სამხედროები განვკურნოთ. ჩვენი საავადმყოფოები ამისთვის მზად არიან", - თქვა მორავეცკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი