
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალყაში მოქცეულ მარიუპოლის მცველებს, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხანაში იმყოფებიან, მორიგი ულტიმატუმი წაუყენა და ისევ დანებება მოსთხოვა.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები, წმინდა ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაყრდნობით, კვლავ სთავაზობენ ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებს და უცხოელ დაქირავებულებს, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები 20 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათამდე და დაყარონ იარაღი", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ასეთივე ულტიმატუმი ოკუპანტმა ქვეყანამ მარიუპოლის მცველებს უკვე ორჯერ წაუყენა, თუმცა, უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.
ცობისთვის, რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლი დაამყარა, თუმცა ამ დრომდე ვერ აკონტროლებს აზოვსტალის ქარხანას, სადაც მარიუპოლის მცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები იმყოფებიან. მარიუპოლის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ რუსები სწორედ ამიტომ ცდილობენ, აზოვსტალის ქარხანა გაანადგურონ.
ამავე თემაზე: