
მძიმე საბრძოლო შეტაკებები იქნება არამხოლოდ დონბასში, არამედ ხარკოვში და ხარკოვის მიმართულებით- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტს აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და ამბობს, რომ უკრაინის არმიას ქვეყნის აღმოსავლეთში, მძიმე ბრძოლა ელოდება. მისი თქმით, დონბასი მართლაც გახდა რუსეთის თავდასხმის მთავარი მიმართულება, თუმცა მძიმე ბრძოლები ხარკოვის მიმართულებით გაგრძელდება.
რუსეთმა 19 აპრილის ღამეს უკრაინაში ომის ე.წ,. მეორე ფაზა დაიწყო. მტრის არმია ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებზე სრული კონტროლის მოპოვებაზეა კონცენტრირებული. ოკუპანტების გეგმაა მარიუპოლის აღებაც, სადაც ამ დრომდე უმძიმეს ვითარებაა.