დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში, ე.წ. მერმა მოადგილედ დამლაგებელი დანიშნა

გამოქვეყნდა:

ზაპორიჟიის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში ე.წ. მერის მოადგილე დამლაგებელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ის არხზე ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, "მერმა" ალექსანდრ საულენკომ მოადგილედ უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბერდიანსკელი, ნიკიტა სამოილენკო დანიშნა, რომელიც დანიშვნამდე, ერთ-ერთ კომპანიაში დამლაგებლად მუშაობდა.

უწყების ცნობით, სამოილენკო ე.წ "მერის" დავალებით ამზადებს ქალაქის მემორიალურ ადგილებს, 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნად.

"ის [სამოილენკო] თავს კრეატიულ ადამიანად თვლის. აცხადებს, რომ სიზმარში ხედავს ნიმუშებს და ქვებს ესაუბრება. მტრის შემოსევისთანავე, იგი ნებაყოფლობით მიემხრო საოკუპაციო ძალებს და დათანხმდა მათთან თანამშრომლობას. სამოილენკომ არქიტექტურის საკითხებში ე.წ. მერის მოადგილის თანამდებობა დაიკავა", - წერია განცხადებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი