ზაპოროჟიესა და ხერსონში "რეფერენდუმის" შემდეგ, FSB "მობილიზაციის“ გამოცხადებას გეგმავს - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი მიზნად ისახავს იძულებითი „მობილიზაციის“ გამოცხადებას - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. უწყების ინფორმაციით, "რეფერენდუმის" ჩატარების შემდეგ, რუსული FSB გეგმავს "მობილიზებული" უკრაინელების გაგზავნას ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში - "ეს არის უკრაინის განადგურების მცდელობა, უკრაინელების ხელით"- წერს უწყება.

უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების პერსონალურ მონაცემებს "რეფერენდუმისთვის" წინასწარ აგროვებენ, "არჩევნების" დღეს კი FSB-ის ოფიცრები ბიულეტენებს უკრაინელების თანხმობისა და ფიზიკური დასწრების გარეშე შეავსებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი