"ველოდებით რეაქციას" - პესკოვის თქმით, რუსეთმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვმა კიევს გადასცა სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი "მკაფიო ფორმულირებით". ინფორმაციას Unian-ი რუსულ სახელმწიფო მედია "რია ნოვოსტიზე" დაყრდნობით ავრცელებს.

"მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, უკრაინულმა მხარემ მიიღო დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი ახლა კიევის მხარეზეა, მოსკოვი რეაქციას ელოდება", - აღნიშნა პესკოვმა. 

მისივე თქმით, უკრაინა "გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს".

"მათი მუშაობა საუკეთესოსგან შორს არის. ისინი არ ცდილობენ პროცესის გააქტიურებას", - დასძინა პუტინის სპიკერმა. 

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაყინვაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ "რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყამ კიდევ უფრო გაართულა მოლაპარაკებების პროცესი უკრაინის ომში და ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება განახლდეს პირდაპირი მოლაპარაკებები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი