
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო UNHCR აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა - 5,010,971 ადამიანმა დატოვა.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო კვირებში ლტოლვილთა გადინების მაჩვენებელი შედარებით დაბალი, ვიდრე ომის დასაწყისში.
ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისია. პარალელურად აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის თავდასხმა ძლიერდება. საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.