მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა - ვოლინა

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია - აცხადებს CNN-თან ინტერვიუში უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინა და საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვს:

"ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცესს. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ ჯერ კიდევ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. ჩვენ არ ვენდობით რუსებს, გარანტიისთვის ჩვენ სხვა ქვეყნები გვჭირდება. მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - ამბობს ვოლინა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის მუდმივ დაბომბვას მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინიციატივა, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით, ქალაქში მყოფი უკრაინელი სამხედროებისა და ალყაში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი