ლუგანსკის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლის ქვეშაა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განაცხადებით, ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.

"ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. არ არსებობს უსაფრთხო ქალაქი... ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი წინ მიიწევს და აპირებს გაანადგუროს ყველაფერი რაც გზაზე შეხვდება." - ამბობს გაიდაი CNN- თან.

ის მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას,  დატოვონ უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონი.

"დღეს რუსეთი მთელი მსოფლიოს მტერია და არა მხოლოდ უკრაინის. მათი ამბიციები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება"- ამბობს გაიდაი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში ომის ე.წ. მეორე ფაზაზე გადავიდა. ბრძოლები 19 აპრილის ღამიდან გამწვავდა. ოკუპანტის სამიზნე ოკუპირებული ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება და ქალაქ მარიუპოლის აღებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი