უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს სამშობლოში, სავარაუდოდ, შაბათს ჩამოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში შაბათს ჩამოასვენებენ. არკადი კასრაძეს, ალიკა ცააავასა და ზაზა ბიწაძეს კიევიდან ლვოვში, შემდეგ კი პოლომნეთში გადაასვენებენ. გუშინ ქართველი გმირების პანაშვიდი კიევში, ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა.

დაღუპული ქართველებთან გამოსამშვიდობებლად  ქართველი და უკრაინელი მებრძოლები მივიდნენ. არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე ტაძრიდან სამხედრო პატივით გამოაცილეს.

"როგორც საკონსულოს თანამშრომლებმა გვითხრეს შაბათს დილით უნდა იყოს თბილისში. იმათ დაიწყეს შეტევები, მეორე ფაზის, ძლიერი არტილერიის დარტყმით, ჩვენ კონტრტშეტევაზე გადავედით პირიქით და უკვე შედეგები არის. ის რაც განმეორდა ომის პირველ ფაზაში, რომ კიევამდე მოვიდნენ, ეგეთი რამ აღარ განმეორდება", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი, ვანო ნადირაძე.

 უკრაინაში კიდევ 3 ქართველი მებრძოლი 16 აპრილს დაიღუპა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი