გუშინ მარიუპოლის დატოვება 4-მა ავტობუსმა მოახერხა, ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება - ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, გუშინ მარიუპოლის დატოვება 4-მა საევაკუაციო ავტობუსმა მოახერხა. მისი თქმით, მათ ღამე ბერდიანსკში გაათენეს და ახალ ვასილივკასკენ მიემართებიან. 

გეგმის მიხედვით, მალე ისინი ზაპოროჟიეში უნდა ჩავიდნენ.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება. 

"დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაციას. ავტობუსებში დაშვება შევჩენკოს ბულვარზე, რინგზე, პორტ სიტის სავაჭრო ცენტრთან 14.00 საათზე.

უსაფრთხოების მდგომარეობა რთულია. შეიძლება იყოს ცვლილება. გთხოვთ მიჰყევით ოფიციალურ შეტყობინებებს", - აცხადებს ვერეშჩუკი. 

ცნობისთვის, უკრაინაში 20 აპრილს, სამდღიანი პაუზის შემდეგ, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოხერხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი