რუსმა ოკუპანტებმა უკვე 208 ბავშვი მოკლეს - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 208 ბავშვია დაღუპული, 376 კი დაშავდა. 

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 119, კიევის ოლქში - 113, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 57, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 41, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 141 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 99 მთლიანად განადგურებულია.

ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი