
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაჭრილი ზურაბ მუშუქია სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა თავიდან ტყვიის ნარჩენები ამოუღეს.
ოკუპანტებმა მუშუქია ქალაქ რუბეჟნოეში, რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, მასთან ერთად კი, ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე მოკლეს.
მუშუქია, სამედიცინო მკურნალობას ლვოვის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადის.
"უკეთესად ვარ ახლა, ლვოვში ვარ. ოპერაცია ჩამიტარდა, ცისტერნებს მიყენებენ, წამლებს ვსვამ. 15-20 დღე აქ ვიქნები მგონი. 9 კაცი ვიყავით, ახლა 6 დავრჩით", - ამბობს ზურა მუშუქია.
იხილეთ ასევე: