კადიროვმა ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო - დანილოვი

გამოქვეყნდა:

"კადიროვმა, ვოლოდიმირ ზელენკისა და უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო", - ამის შესახებ, რადიო NV-სთან ინტერვიუში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი საუბრობს.

დანილოვის თქმით, გეგმის სისრულეში მოყვანის ვალდებულება კადიროვმა აიღო.  მისივე თქმით, 26 თებერვალს, უკრაინაში 3 ჯგუფი შევიდა, თუმცა ამ პროცესებს, უკრაინის დაზვერვა აკონტროლებდა.

"ჩვენ ვაკვირდებოდით სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა სამხედროებმა. ორმა მოგვიანებით დატოვა ჩვენი ქვეყანა. ერთი ახლა დონეცკის რეგიონშია, მეორე - ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე“, - ამბობს დანილოვი  

ხოლო რაც შეეხება კადიროვსა და მის ჯგუფს, დანილოვის თქმით, ის უკრაინაში არასდროს ყოფილა და მის მიერ გავრცელებული ყველა ფოტო თუ ვიდეო მასალა, სრული აბსურდი და სისულელეა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი