ლიდერების დონეზე ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ამის რწმენა იკარგება - ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველდღიურად მცირდება რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ BFM TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

კითხვას - ღირს თუ არა რუსეთთან და პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამის თქმა რთულია.

"ძალიან რთულია მას შემდეგ, რაც მოხდა და მსოფლიომ დაინახა, რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში. პრეზიდენტ პუტინთან დიალოგის იმედი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმის გათვალისწინებით, რომ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრისთვის ჯერ ისევ მზადაა, თუმცა ამის სურვილი იკარგება.

"ჩვენ პრინციპში მზად ვართ, რომ შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების დონეზე შედგეს, რადგან ლიდერების დონეზე ამ ომის შეჩერება შესაძლებლია. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ყოველ გასულ დღეს, ასეთ ბუჩასთან, ასეთ მარიუპოლთან, ასეთ ვოლნოვახასთან ერთად, იკარგება სურვილი და რწმენა, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს შედეგი ექნება", - თქვა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი