"რუსი ოკუპანტების მიერ რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ ინფორმაცია ყალბია" - სერგეი გაიდაი

გამოქვეყნდა:

"რუსი ოკუპანტების მიერ რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება", - ამის შესახებ ინფორმაციას, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram არხზე ავრცელებს.

​მისივე თქმით, რუსულმა პროპაგანდამ ამგვარი ყალბი ინფორმაცია უკვე მესამედ გაავრცელა.

"აბსურდი: "რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის 56-ე დღე აღინიშნა რუბეჟნოეს გათავისუფლებით", - განაცხადეს რუსეთის მკვლელობის სამინისტროში.

სიმართლე: უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ 56-ე დღეს მტერი ცდილობდა ფეხის მოკიდებას რუბეჟნოეს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თუმცა დამარცხდა.

რუსული ყალბი ცნობების თანახმად, ოკუპანტების მხრიდან ეს უკვე რუბეჟნოეს მესამე "გათავისუფლებაა". შესაძლოა, უახლოეს მომავალში რუსულმა პროპაგანდამ მეოთხედაც განაცხადოს რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ", - წერს სერგეი გაიდაი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი