
უკრაინასა და რუსეთ შორის დღეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა მოხდა. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"პატიმართა მორიგი გაცვლა მოხდა. დღეს ჩვენ სახლში დავაბრუნეთ 19 ადამიანი, მათ შორის 10 სამხედრო, რომელთა შორის 2 ოფიცერია და 9 მშვიდობიანი მოქალაქე", - წერს ვიცე პრემიერი.
ვერეშჩუკის ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლებს შორის არიან დაჭრილები.
"ამჯერად გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, ახლა მათ შეეძლებათ სრული მკურნალობა და რეაბილიტაცია გაიარონ", - წერს ვერეშჩუკი
ცნობისთვის, ტყვეების პირველი გაცვლა 24 მარტს მოხდა - უკრაინამ 10 ოკუპანტის სანაცვლოდ 10 სამხედრო დაიბრუნა. გარდა ამისა, ამ გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო 19-მა უკრაინელმა მეზღვაურმაც.
1 აპრილს ცნობილი გახდა პატიმართა მეორე გაცვლის შესახებ: უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათგან 15 ქალის.
მესამე გაცვლა 9 აპრილს მოხდა. შედეგად გათავისუფლდა 12 უკრაინელი სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე.
მეოთხე გაცვლა კი 14 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად გათავისუფლდა 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე.
მეხუთე გაცვლა 19 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად გათავისუფლდა 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და 16 მშვიდობიანი მოქალაქე