რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან უკრაინამ ათასამდე დასახლება გაათავისუფლა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინამ დამპყრობლებისგან ათასამდე დასახლება გაათავისუფლა - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"57 დღიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ჩვენ გავათავისუფლეთ უკრაინის ათასამდე დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსმა დამპყრობლებმა აიღეს, თუმცა, ოკუპირებული ქალაქებისა და დასახლებების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია", - თქვა ზელენსკიმ. 

მანვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები არ წყვეტენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას.

"ისინი ანადგურებენ საცხოვრებელ ადგილებს, ნებისმიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქალაქებს საშუალებას აძლევს, ნორმალური ცხოვრება შეინარჩუნონ. აფეთქებენ სურსათის საწყობებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებსაც კი", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი