
"კიევს მეტი იარაღი სჭირდება იმისთვის, რომ რუსეთის დიქტატურა შეაჩეროს", - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტს.
როგორც მან აღნიშნა, თუ უკრაინა დამატებით იარაღს ვერ მიიღებს, საფრთხე სხვა ქვეყნებსაც დაემუქრებათ, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოს.
"უკრაინის შემდეგ, ისინი იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში და სხვაგანაც, სადაც რუსეთს შეუძლია, ადვილად დაიბანოს ხელი. რუსეთის შეჩერება შეიძლება, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის დიქტატურა უკრაინაში. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. იმედი მაქვს, თქვენ ასევე დაუჭერთ მხარს რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ: