
კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა 1 084-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის პოლიციის უფროსი ავრცელებს.
ანდრეი ნაბიტოვის თქმით, საერთო სასაფლაოებს და ცხედრებს ყოველდღიურად პოულობენ. ნაბიტოვმა მაროდიორობის ფაქტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროკურატურა და პოლიცია აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.
"ბოროდიანკაში კიდევ ახალი ცხედრები და საფლავები ვიპოვეთ. ადამიანები ბრუნდებიან სოფლებში, შემდეგ გვირეკავენ და ცხედრების შესახებ გვიყვებიან. ბოლო დღეებში დროებით დამარხული ადამიანების ცხედრები ვიპოვეთ. ამ ეტაპზე კიევის ოლქში 1084 ცხედარი აღმოვაჩინეთ. 50-დან 70 პროცენტამდე დამიზნებით მოკლულია. ამასთან აქტიურად ვიძიებთ მაროდიორობის ფაქტს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანიც. პროკურატურა და პოლიცია აქტიურად თანამშრომლობენ", - თქვა ნაბიტოვმა.